შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს. ამის შესახებ უწყება ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტების შედეგად, სამართალდამცველებმა ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები. მათ შორისაა „მარიხუანა“, „ალფა-პვპ“, „კლეფედრონი“ და „მეტადონი“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები არიან 2002 წელს დაბადებული ი.მ., 1994 წელს დაბადებული ლ.ფ., წარსულში ნასამართლევი პირები 2005 წელს დაბადებული ა.ჯ. და 1993 წელს დაბადებული გ.ჩ., ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1989 წელს დაბადებული ა.მ., 2006 წელს დაბადებული ვ.შ., 1995 წელს დაბადებული ა.ო. და 1987 წელს დაბადებული შ.შ.
უწყების ცნობით, დაკავებულთა წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობას გულისხმობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























