მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში NASA-ს ჰაკათონი ბრუნდება - პროექტის პარტნიორი ფონდი Kettari-ია

nasa

მათთვის, ვისაც კოსმოსი, ასტრონომია და კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემები აინტერესებს, Kettari Foundation-თან პარტნიორობით, თბილისში NASA Space Apps Challenge ჰაკათონი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას პროგრამირებით, დიზაინით, თხრობით, ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით დაინტერესებული ახალგაზრდები მიიღებენ.

გახსნითი ღონისძიება 6 ოქტომბერს, ჰაკათონი კი 7-8 ოქტომბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 20-ზე მეტი გუნდა მიიღებს.

ინიციატივის ფარგლებში, გუნდები 48 საათის განმავლობაში იმუშავებენ NASA-ს მიერ მოწოდებულ მონაცემებზე, რათა შექმნან იმ რეალური პრობლემების გადაჭრის გზები და გადაწყვეტები, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი პლანეტა და კოსმოსი დგას.

გამარჯვებულს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს, საუკეთესო კი საკუთარ პროექტს NASA Space Apps Challenge-ის გლობალურ კონკურსზე წარადგენს.

საკუთარ პროექტებზე გუნდურად მუშაობის პარალელურად, მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით სემინარებს ისეთ თემებზე დაესწრონ, როგორებიცაა:

  • მონაცემთა მეცნიერების საფუძვლები - რუდოლფ ერემიანი
  • პროტოტიპირება - რუსო ჩაჩანიძე, ლუკა კაკაბაძე
  • Large Language Models-ის საფუძვლები - გიორგი ჯვარიძე
  • ასტროფოტოგრაფია - სანდრო შუღლაძე
  • UI/UX დიზაინის საფუძვლები - ნიკ ოსიპოვი

NASA-ს უშუალო მონაცემების გარდა, მონაწილეები ჰაკათონზე იყენებენ მონაცემებს ავსტრალიის, კანადის, ბრაზილიის, ევროპის, იაპონიის, არგენტინის, მექსიკის, ინდოეთის, ბაჰრეინის, პარაგვაისა და სამხრეთ აფრიკის კოსმოსური კვლევების ცენტრებიდან.

 NASA International Space Apps Challenge ყოველწლიური ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს, კოდერებს, მეცნიერებს, დიზაინერებს, ამბის მთხრობლებს, ტექნოლოგებსა და ინოვატორებს უყრის თავს. პროექტის მიზანია, ჰაკათონის ახალგაზრდა მონაწილეებმა ერთად იმუშაონ NASA-ს რეალურ მონაცემებზე და პლანეტისა და კოსმოსის ყველაზე მწვავე პრობლემებისთვის, შეზღუდულ დროში (48 საათში), ინოვაციური გადაწყვეტის მოფიქრება შეძლონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები