მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების შესახებ საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია გაიმართა

ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების შესახებ ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებამ ქართველ პროფესიონალებთან ერთად, ევროპის არაერთი ქვეყნის წამყვანი სპეციალისტი გააერთიანა. ფართო კლინიკური გამოცდილების მქონე მოწვეულმა ექსპერტებმა, ქართველ კოლეგებს საკუთარი ცოდნა გაუზიარეს და ისეთი იშვიათი დიაგნოზების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე იმსჯელეს, როგორიცაა დუშენის კუნთოვანი დისტროფია და სპინალურ-კუნთოვანი ატროფია. რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს მედიცინა ამ მიმართულებით და რა იცვლება პაციენტებისთვის?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები