მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში Odoo-ს ბიზნეს შოუ ჩატარდა - დეტალები

11 მარტს თბილისში Odoo business show 2025 ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ახალი ბრენდის AURA-ს პრეზენტაცია და საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი აპლიკაციების დემონსტრაცია გაიმართა.

Odoo გლობალურად აღიარებული ERP პლატფორმაა, რომელიც ბიზნესის ყველა პროცესს ერთ ინტეგრირებულ სისტემაში აერთიანებს. პლატფორმა მოიცავს სხვადასხვა ფუნქციურ მოდულს, რომლებიც საშუალებას აძლევს კომპანიებს მართონ და ავტომატიზირონ ისეთი პროცესები, როგორიცაა მაგალითად ფინანსები და ბუღალტერია – ტრანზაქციების ავტომატური დამუშავება და საბანკო მონაცემების სინქრონიზაცია, საწყობის მართვა – ინვენტარის კონტროლი და ლოგისტიკის გაუმჯობესება, წარმოება და სხვა.

AURA კი პირველი ოფიციალური Odoo პარტნიორია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ბიზნესის ტრანსფორმაციაზე Odoo-ს მოქნილი და ინტეგრირებული ERP გადაწყვეტილებების დახმარებით. კომპანიის მიზანია, უზრუნველყოს ბიზნესებისთვის ოპტიმიზაცია და მდგრადი განვითარება Odoo-ს მეშვეობით და მუდმივად გააუმჯობესოს და დახვეწოს სისტემები, რათა Odoo სრულად მოერგოს ქართული ბაზრის მოთხოვნებს.

სტუმრები: ნუგზარ გაგნიძე - AURA -CEO;

თორნიკე ჯოლბორდი - AURA-ს მთავარი ტექნიკური ოფიცერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები