მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ონკოლოგიის თემაზე კონფერენცია გაიმართა „თანამედროვე გამოწვევები ონკოლოგიაში”

პაციენტების საჭიროებები და მულტიდისციპლინური ზრუნვის სტრატეგიები“ – ამ სახელწოდებით თბილისში მასშტაბური საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება სამი პროფესიული ორგანიზაციის – მულტიდისციპლინური ონკოლოგიური ბორდის, საქართველოს ფსიქო-ონკოლოგიის საზოგადოებისა და საქართველოს ონკოლოგიური ექთნების ასოციაციის – ერთობლივი ინიციატივით ჩატარდა. კონფერენციის მთავარი მიზანი ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობისა და მოვლის პროცესში მულტიდისციპლინური მიდგომების დანერგვა და გაძლიერება იყო. ღონისძიება დარგის პროფესიონალებისთვის იყო განკუთვნილი და მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა გასცნობოდნენ ონკოლოგიის სფეროში არსებულ თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკებს. კონფერენციას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ონკოლოგიის სფეროში მომუშავე ექიმები, ფსიქიატრები და ფსიქოლოგები ესწრებოდნენ, რომლებიც ონკოლოგიური პაციენტების მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, ასევე ონკოლოგიის ექთნები, რომელთა როლი მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები