ორკარიანი და მარჯვენასჭიანი ტაქსები, შესაძლოა აიკრძალოს,- ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ "საქმის კურსის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის მერია მუშაობს ტაქსების რეგულირების თემაზე და ეს ორ მიმართულებას მოიცავს - ავტომობილის და მძღოლების რეგულირებას. ლექვინაძის განმარტებით, გარკვეული ჩარჩო დოკუმენტი უკვე არსებობს, რომლის მიხედვითაც ტაქსს უნდა ჰქონდეს გავლილი ტექდათვალიერება.
ლექვინაძის თქმით, დოკუმენტში მძღოლების მიმართ რამდენიმე მოთხოვნაა გაწერილი, მათ შორის ნარკოლოგიური ცნობა და გამოცდილება.
მერის მოადგილე ამბობს, რომ სავარაუდოდ, სანებართვო პირობების გამცემი ადგილობრივი მუნიციპალიტეტი იქნება.

























