თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკინგის პარალელურად თბილისში ერთწლიანი, 50-ლარიანი საპარკინგე საშვებიც შენარჩუნდება.
„ეს საშვები რჩება ძალაში და შეეხება იმ არეალებს, სადაც არ გავრცელდება ზონალურ-საათობრივი საფასური“, - განაცხადა ხმალაძემ.
ვიცე-მერის თქმით, 1 ივლისიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება მხოლოდ ლესელიძესა და მიმდებარე ქუჩებს შეეხება, თუმცა ადგილობრივ მცხოვრებლებზე არ გავრცელდება.
გარდა ამისა, ვიცე-მერის ინფორმაციით, ფრანგული კომპანია „სისტრა“ მერიას კვლევას მარტის ბოლოს წარუდგენს, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადებისა და ახალი ხაზების შესახებ ინფორმაციაც იქნება.
წყარო: IPN

























