მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება - რა შედეგებს მოიტანს რეგულაცია?

BM.GE
03.05.22 13:03
489
„ჩვენ გვაქვს ქალაქში პარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები: ავტომანქანების გაჩერება ისეთ ადგილებში, სადაც ეს აკრძალულია; შშმ პირებისთვის გამოყოფილი ადგილების დაკავება; A კატეგორიის ტაქსებისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილების დაკავება და ა.შ. გვინდა ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ჯარიმები არავის უხარია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქალაქში წესრიგი იყოს. ასე რომ, პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება. ასევე მან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობასა და ამ მიმართულებით არსებულ ხარვეზებზეც ისაუბრა. კალაძის თქმით, დღეის მდგომარეობით, დაჯარიმებულია 200-ზე მეტი მიკროავტობუსის მძღოლი და მისივე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც მიკროავტობუსების მძღოლები თვითნებურად იქცევიან. "ბოლო პერიოდში მგზავრთა ნაწილის მხრიდან გვესმის პრეტენზიები მიკროავტობუსის მძღოლებთან მიმართებით, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე მიკროავტობუსების მძღოლი არ აჩერებს სატრანსპორტო საშუალებას და არ აძლევს გადაადგილების შესაძლებლობას. პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ ეს შესაძლოა, გამოწვეული იყოს სატრანსპორტო საშუალებაში თავისუფალი ადგილის არარსებობით და ამიტომ არ აჩერებდეს მძღოლი, თუმცა, არ უარვყოფთ, რომ თვითნებობის შემთხვევებიც ფიქსირდება,“ - განაცხადა დედაქალაქის მერმა. რა შედეგებს მოიტანს რეგულაცია?

სტუმარი: ირაკლი იზორია - ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები