მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში პირველად ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair იმართება

5af99132cd949
მარიამ ადამია
14.05.18 17:36
1038
თბილისში პირველად ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair იმართება. სამდღიან გამოფენა- გაყიდვაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოცდახუთზე მეტი გალერეა და ოცდათხუთმეტამდე დამოუკიდებელი ხელოვანი მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეთა სელექციას ახდენს სპეციალურად მოწვეული ექსპერტთა ჯგუფი. თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა დატვირთული იქნება შემეცნებითი პროგრამებით: ლექციებით, მასტერ-კლასებითა და ღია ფორუმებით.

გამოფენის ფარგლებში პარალელურად გაიმართება:

Tbilisi Photo Festival - ქართული ფოტოგრაფიის რეტროსპექტივა, რომელიც 20 ავტორის ნამუშევარს მოიცავს და ფოტოგრაფიის განვითარებას სამი საუკუნის ჭრილში გვაჩვენებს. ქართული ფოტოგრაფიის ასეთი გამორჩეული გამოფენა პირველად იქნება წარმოდგენილი ფართო აუდიტორიისთვის.

ასევე ჩანიშნულია ახალგაზრდა ხელოვანთა ჯგუფური გამოფენა და უცხოეთში მოღვაწე ქართველი ქალი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ სივრცეში- აბრეშუმის მუზეუმში გაიხსნება.

გამოფენა 17-20 მაისს „ექსპოჯორჯიაში“ გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები