მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში პირველი ინტერნეტსერვის ცენტრი იხსნება, სადაც უსინათლო პირებისთვის ბრაილის შრიფტის მქონე კლავიატურები განთავსდება

584ea8ee80b16
BM.GE
12.12.16 17:41
1936
საქართველოში პირველი ინტერნეტსერვის ცენტრი (Information Access Center – IAC) იხსნება, რომელიც აღჭურვილია ტექნიკური დანადგარებით, მათ შორის უსინათლოთათვის განკუთვნილი ბრაილის შრიფტის მქონე კლავიატურებით და მათთვის და სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის საჭირო ყველა სხვა ტექნიკური აღჭურვილობით.

ცენტრის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს მთავრობის და თბილისის მერიის სხვა წარმომადგენლები, ასევე კორეის რესპუბლიკის საქმეთა რწმუნებული საქართველოში კიმ ინ ჰანი და კორეის საინფორმაციო საზოგადოების ეროვნული სააგენტოს პრეზიდენტი (NIA) სუ ბიუნგ ჯო.

ცენტრის გახსნის ცერემონიისას სიმბოლურად ყვითელი ლენტის (უსინათლოთა ნიშანი) გაჭრა მოხდება.

ინფორმაციასთან წვდომის ცენტრი კორეის რესპუბლიკის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სამომავლო დაგეგმარების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის გაფორმებული ICT და ფოსტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის, ასევე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და კორეის საინფორმაციო საზოგადოების ეროვნულ სააგენტოს (National Information Society Agency – NIA) შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე იხსნება.

პროექტი კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობის აქტიური მხარდაჭერითა და ინიცირებით ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები