თბილისში პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-16 საერთაშორისო კონგრესი - „კოლხიდა 2022“ ჩატარდა
BM.GE
04.07.22 10:12
• 292
თბილისში, პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-16 საერთაშორისო კონგრესი - „კოლხიდა 2022“ ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორები სახისა და სხეულის კორექციის, მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების გამომგონებელი და მწარმოებელი კომპანია “აპტოსი“ და საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოება – GeoPRAS იყვნენ. ღონისძიებას წელს 50-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული 600-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა, ონლაინ რეჟიმში დამსწრეთა რაოდენობა კი 1000-მდე იყო. კონგრესის ფარგლებში, ესთეტიკური მედიცინის წამყვანმა, როგორც ადგილობრივმა, ასევე საერთაშორისო ექიმებმა, კომპანიებმა და დარგის წარმომადგენლებმა საკუთარი გამოცდილება და მიღწევები ერთმანეთს გაუზიარეს. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს სამეცნიერო და სასწავლო სესიებზე და სემინარებზე დასწრების პარალელურად, წამყვანი ბრენდების პროდუქციის გაცნობის შესაძლებლობაც ჰქონდათ.