მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისში პრემიუმ სეგმენტის უძრავი ქონება $4 000-მდე ღირს" - "დომუსი"

დომუსი

კომპანია „დომუსის“ მმართველი პარტნიორის გიორგი გიორგაძის თქმით, თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა მიწოდებაზე მაღალია. როგორც გიორგაძე გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განმარტა, მიწოდების დეფიციტს ბაზარზე დარჩენილი მცირე პროექტების განხორციელების რესურსი განაპირობებს.

რაც შეეხება ფასებს, მისი თქმით, თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინების ფასი საშუალოდ $3 000-იდან $4 000-მდე მერყეობს.

„ხშირად ისმის კითხვა რა არის პრემიუმ ბინები და ასე შეგვიძლია დავყოთ, -$1000- დეა დაბალი, საშუალოს ფასია $1000-იდან $2000-მდე, მაღალია $2000-იდან $3 000-მდე. ხოლო პრემიუმის ფასი განისაზღვრება $3 000-იდან ზევით, ეს დამოკიდებულია ლოკაციაზე, არქიტექტურაზე, ხარისხზე, თუმცა ყველაზე მეტად მდებარეობაზე. მოთხოვნა ამ კატეგორიაში მაღალია და შესაბამისად ფასი $3 000 -იდან $4 000-მდე მერყეობს.

დიდი კომპანიები, რომლებიც დიდ ხანია ბაზარზე ოპერირებენ, ეკონომიკურ მაჩვენებლებს უყურებენ. ამ სეგმენტში ფასი გაზრდილია, თუმცა რთულია მასშტაბური პროექტის აღება, რადგან უმეტესად, პატარა პროექტებია დარჩენილი. მაგალითად, ფალიაშვილის პროექტზე 2 წელი დაგვჭირდა მარტო მოლაპარაკებებისთვის. ასევე მჭიდრო დასახლებაა ურბანულად და ბევრი დრო სჭირდება, ამიტომ განიხილავენ უფრო მასშტაბურ პროექტებს, ისეთს, რომელსაც, ურბანულად კარგად ჩასვამენ და სადაც უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებლები ექნებათ, “ - განაცხადა გიორგაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები