მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში "ქარის" ელექტრომანქანები გამოჩნდა - რა ეღირება მგზავრობა?

6257fcd341fc1
მარიამ იზორია
15.04.22 00:00
40992
თბილისში ქართული სტარტაპის Qari Electric-ის ახალი ელექტრომანქანები გამოჩნდა. კომპანიის ახალ Citroen Ami-ს მოდელის მანქანებს, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ-ია, სრული დამუხტვით მაქსიმუმ 75 კმ-ის დაფარვა შეუძლია. ისინი ჯერჯერობით სატესტო რეჟიმით ჩაეშვა.


"ქარის" ელექტრომანქანა, რომლის სამართავადაც მოქალაქეებს B ან B1 კატეგორიის მართვის მოწმობა დასჭირდებათ, ორ ადამიანს იტევს. მანქანის კომპაქტური დიზაინის საშუალებით კი ადგილი ბარგისთვისაც რჩება.

რაც შეეხება ტარიფს, “ქარის” ელექტრომანქანით მგზავრობის წამოწყება 1 ლარია, ყოველი წუთის ღირებულება კი 80 თეთრი.


როგორც bm.ge-ს “ქარის” მარკეტინგის ხელმძღვანელმა დემეტრე დათიაშვილმა განუცხადა, Citroen Ami-ს თითოეული ნაწილი გადამუშავებას ექვემდებარება, რითაც პლანეტა ნაკლებად ზიანდება. ამასთან, ელექტრომანქანა არც გამონაბოლქვს გამოყოფს და მისი გადაადგილება არ ხმაურს იწვევს .


“დღეიდან “ქარის” აპლიკაციაში მომხმარებელს რამდენიმე სატრანსპორტო სერვისის არჩევანის საშუალება ექნება. ელექტრომოპედებს სატესტო რეჟიმით ელექტრომანქანებიც დაემატა. აპლიკაციაში ორივე ელექტრო ტრანსპორტისთვის განსაზღვრულია სპეციალური საპარკინგე ზონები. აღსანიშნავია, რომ Citroen Ami-ს ზომა მოსახერხებელია იმ ურბანული გარემოსთვის, სადაც პარკინგი ყოველდღიური პრობლემაა.


იმისათვის, რომ მომხმარებელმა ჩვენი ახალი სერვისით სარგებლობა შეძლოს, უპირველესად აპლიკაცია უნდა ჩამოტვირთოს და დარეგისტრირდეს. მანქანის სამართავად კი B ან B1 კატეგორიის მართვის მოწმობაა საჭირო”, - აღნიშნავს “ქარის” მარკეტინგის ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები