მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში Rixos-ის ნაცვლად Wyndham Grand-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება

5b8e68d3ebfe9
BM.GE
04.09.18 15:09
2104
თბილისში Rixos-ის ნაცვლად Wyndham Grand-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება. ამის შესახებ bm.ge-ს ისრაელი-საქართველოს ბიზნესპალატაში განუცხადეს.

თბილისში, გუდიაშვილის N3-ში 150-ნომრიანი სასტუმრო Rixos-ის ბრენდის ქვეშ უნდა გახსნილიყო. თუმცა, როგორც ბიზნეს პალატაში განმარტავენ, Rixos-ის ბრენდმა თავისი სტრატეგია შეცვალა და მხოლოდ საზღვაო კურორტებზე იქნება წარმოდგენილი.

რაც შეეხება შეკითხვას, რატომ შეირჩა ახალ ბრენდად Wyndham Grand, ბიზნესპალატაში განმარტავენ, რომ დიდი ხანია სასტუმროების მმართველი კომპანია ამ პროექტით არის დაინტერესებული და მას შემდეგ, რაც პროექტიდან გასვლა „რიქსოსმა“ გადაწყვიტა, სასტუმროს მართვის სურვილი Wyndham Grand-მა გამოთქვა.

ბიზნესპალატის ინფორმაციით, ახალი სასტუმრო თბილისში მიმდინარე წლის ბოლოდან ამოქმედდება.

პროექტის ღირებულება 45 მილიონი დოლარია და ის ქართულ-ისრაელური ინვესტიციით ხორციელდება.







გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები