სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ სადგურის მოედნიდან მსვლელობა დაიწყო - 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება. პარლამენტის შენობასთან სცენა უკვე დამონტაჟებულია.
ორგანიზატორების თქმით, ტრიბუნას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დაიკავებენ და აქციაზე მისულ საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობენ, რისი პირობაც ჯერ კიდევ წინა კვირაში დადეს.
აქციაზე ყველა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იქნება, თუმცა ტრიბუნას არ დაიკავებს "გახარია საქართველოსთვის". გიორგი გახარიას თქმით, მისი პარტია იდგება ხალხთან ერთად.