მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში საავტომობილო გადაადგილებაზე შეზღუდვებია დაწესებული

5b2f3337824cc
BM.GE
24.06.18 09:57
1075
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა "გარბენი-თბილისთან" დაკავშირებით იკრძალება.

"დილის 09:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება ილია ჭავჭავაძის გამზირზე, პეტრე მელიქიშვილის, მერაბ კოსტავას და შოთა რუსთაველის გამზირებზე. ასევე, ავტომობილთა გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება აღნიშნულ გამზირებთან დამაკავშირებელ ქუჩებზე. მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მითითებით ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. მარათონის დასრულების შემდეგ ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება", – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, დედაქალაქში ავტოტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვები ძალაში 14:00 საათამდე იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები