მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში საავტომობილო მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდება

5b4f114c19bee
მეგი კავთუაშვილი
18.07.18 14:06
1839
თბილისის რამდენიმე უბანში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება, რის გამოც საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდება. კონკრეტულ პროექტებზე დღეს თბილისის მერმა ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ერთდოულად სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით ჩატარდება.

"დღეს იწყება ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია, შეიძლება ითქვას, ათეულობით წლის მანძილზე არ განხორციელებულა არანაირი სამუშაოები ლოკაციაზე. ამ სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია სანიაღვრე ქსელის აღდგენა, სადრენაჟო სისტემის მოწყობა, ბაზალტის ბორდიურებისა და ტროტუარის მოწყობა, ასევე მთლიანად შეიცვლება განათების ქსელი, ბოძები, განათების სისტემა და ჯამში 15 ათასი კვადრატული მეტრი ასფალტის საფარი შეიცვლება. დაახლოებით 3 მილიონ 233 ათასი ლარი დაიხარჯება ამ კონკრეტული პროექტის განხორციელებაზე", - განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე, თბილისის მერმა ის ლოკაციები დაასახელა, სადაც ამჟამად კაპიტალური სამუშაობი მიმდინარეობს ან ახლო მომავალში დაიწყება. ესენია: კახეთის გზატკეცილი, რობაქიძის გამზირი, თბილისი-ნაფეტვრების გზები, ჩიქოვანის ქუჩა, შავი ზღვის ქუჩა, კოსტავა-შარტავას ქუჩები და ფალიაშვილის ქუჩა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები