მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები შემცირდა

5ad43f3a5ffd5
მეგი კავთუაშვილი
16.04.18 10:13
915
"2017 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი ფასების ინდექსი უმეტესად შემცირების ტენდეციით ხასიათდებოდა, ხოლო მესამე კვარტალში ინდექსი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა“ - ინფორმაციას ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში შემცირების ტენდენცია შეინიშნებოდა საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირების ფასების ინდექსშიც. წლის განმავლობაში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი (1 კვ.მ) $791 - $866-ის ფარგლებში მერყეობდა, გაქირავების ფასმა (1 კვ.მ.) კი $7.0-$7.4 შეადგინა.

საცხოვრებელი უძრავი ქონება ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონშია (გასაყიდი ფასი – $1,012, გაქირავების ფასი $8.5), ყველაზე იაფი კი – გლდანში (გასაყიდი ფასი – $535, გაქირავების ფასი – $4.3). აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი თბილისის თითქმის ყველა რაიონშია შემცირებულია, მაშინ როცა საშუალო გაქირავების ფასი თითქმის უცვლელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები