გუშინ, თბილისში ეიჩარის მსოფლიო დღე გაიმართა, სადაც საქართველოში დასაქმებული რამდენიმე ასეული ეიჩარ პროფესიონალი შეიკრიბა და ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ. წლევანდელი ღონისძიების მთავარი იდეა კი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება, ევროპული სტანდარტების საქმიანობაში დანერგვა და ქართველი პროფესიონალებისთვის მისი გაზიარება იყო.