23 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო Courtyard by Marriott-ში, უმაღლესი განათლების გლობალური ანალიტიკური კომპანიის, QS Quacquarelli Symonds-ის ორგანიზებით, მასშტაბური საგანმანათლებლო გამოფენა - QS Master's and MBA Fair გაიმართება.
ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი უნივერსიტეტების რეიტინგის (QS World University Rankings) შემდგენელია, ქართველ სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს საერთაშორისო დონის აკადემიურ და ბიზნესსკოლებთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობას აძლევს.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს წამყვანი უცხოური ინსტიტუციების მიმღები კომისიების წარმომადგენლები ეწვევიან. მათ შორის არიან ისეთი პრესტიჟული უნივერსიტეტები და ბიზნესსკოლები, როგორებიცაა: Bocconi University (იტალია), ESMT Berlin (გერმანია), ESSEC Business School (საფრანგეთი), The University of Sydney (ავსტრალია) და Stern School of Business at NYU Abu Dhabi (არაბთა გაერთიანებული საამიროები).
გამოფენა შექმნილია მათთვის, ვინც კარიერულ წინსვლას გეგმავს და საერთაშორისო სამაგისტრო თუ MBA პროგრამებზე ჩაბარებით არის დაინტერესებული.
ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად უნივერსიტეტების წარმომადგენლებისგან მიიღონ დეტალური ინფორმაცია სტიპენდიების, დაფინანსების წყაროებისა და მიღების სპეციფიკური მოთხოვნების შესახებ.
გარდა ინდივიდუალური კონსულტაციებისა, გამოფენის ფარგლებში ჩატარდება ექსპერტების მიერ მართული სპეციალური სესიები, რომლებიც IELTS-ის გამოცდისთვის მომზადებასა და განაცხადის (აპლიკაციის) სწორად შედგენის სტრატეგიებს დაეთმობა.
ამასთან, ორგანიზატორებმა დამსწრეებისთვის პრაქტიკული ბონუსიც გაითვალისწინეს - ყველა ვიზიტორს ექნება შესაძლებლობა, ადგილზე სრულიად უფასოდ გადაიღოს პროფესიული ფოტოსურათი CV-სა და LinkedIn-ის პროფილისთვის, რაც საერთაშორისო აპლიკაციების გაგზავნისას მნიშვნელოვანი უპირატესობაა.
ღონისძიების ძირითადი დეტალები:
დრო და ადგილი: 23 სექტემბერი, 17:00 - 20:30 საათი, სასტუმრო Courtyard by Marriott Tbilisi (თავისუფლების მოედანი #4);
მონაწილეობის პირობა: დასწრება თავისუფალია, თუმცა ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო აუცილებელია წინასწარი ონლაინ რეგისტრაცია: https://bit.ly/4zSu4CQ.





















