მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში საჯარო შესყიდვების ელექტრონულ სისტემებზე საერთაშორისო ფორუმი ჩატარდება

59cf5a58b2a22
BM.GE
30.09.17 12:47
836
2-4 ოქტომბერს თბილისში „აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის საერთაშორისო ფორუმი - საჯარო შესყიდვების თანამედროვე ელექტრონული სისტემები“ ჩატარდება. თბილისს, ძირითადად აზიის რეგიონის ქვეყნებიდან, 100 კაციანი დელეგაცია ეწვევა. ფორუმის მთავარი ორგანიზატორია აზიის განვითარების ბანკი, თანამონაწილე - მსოფლიო ბანკი. ამ დღეებში ძირითადი განსახილველი თემატიკა მიეძღვნება ელექტრონული საჯარო და სამთავრობო შესყიდვების მოწინავე პრაქტიკას, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, მოდერნიზებისა და სრულყოფის საკითხებს.

3 ოქტომბერს 09:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" ღონისძიებას გახსნიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე. ფორუმს დაესწრება აზიის განვითარების ბანკის ოპერაციისა და ფინანსური მენეჯმენტის გენერალური დირექტორი რისა ტენგ.

ღონისძიებაზე მიწვეულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები