მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში საკვების და ტანსაცმლის გაზიარების ჯიხურები "წაიჭამე" განთავსდება

5ba4a60d4c1b6
თამუნა ქემრტელიძე
21.09.18 12:03
5613
თბილისში საკვების და ტანსაცმლის გაზიარების ჯიხურები დაიდგმება, - ამის შესახებ ინფორმაცია bmg-ს პროექტის ავტორმა კუკური ბარამიძემ მიაწოდა. მისი თქმით, ჯიხური უკვე მზადაა და ის თბილისში ორ კვირაში გამოჩნდება.

„ჯიხურში განთავსდება მაცივარი და კარადა. მარკეტების მეპატრონეებს ან მენეჯერებს ვეძებთ, რომლებიც უფლებას დაგვრთავენ ამ ჯიხურის მის მარკეტთან დადგმაზე, რადგან ჯიხურს ყურადღების მიქცევა და დენი სჭირდება”, - აცხადებს ბარამიძე.

მისივე თქმით, ფინანსები ხალხმა შემოწირულობის სახით გაიღო და სულ ერთი ჯიხურის ღირებულება 2000 ლარს შეადგენს. 

“ამ თანხიდან 1070 ლარი მოგროვდა, ხოლო დანარჩენი მე დავამატე დროის სიმცირის გამო”-აცხადებს ბარამიძე.

რაც შეეხება ჯიხურების სახელწოდებას, იდეის ავტორის განცხადებით, ისინი დედაქალაქში “წაიჭამეს” სახელწოდებით იფუნქციონირებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები