მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში, სამგორის რაიონში 11 200 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა - თბილისი ენერჯის განცხადება

გაზი
14.03.25 11:47
485

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, თბილისში სამგორის რაიონში გაზსადენის დაზიანების გამო 11 200 აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდა. მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფი მუშაობს, რათა მომხმარებელს გაზის მოწოდება ეტაპობრივად აღუდგეთ.

"დილის 10 საათიდან, ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგება სამგორის რაიონში მცხოვრებ 11 200 აბონენტს. გთხოვთ, შეამოწმეთ და გადაკეტეთ გაზის ონკანები, რომ ხელი არ შეუშალოთ ბუნებრივი გაზის ჩართვის პროცესს თქვენს საცხოვრებელ კორპუსში. კომპანიის გაზსადენი მიწისქვეშა სამუშაოების დროს გუშინ ღამე დაგვიზიანეს, რის გამოც გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა სამგორის რაიონში მცხოვრებ 11 200 აბონენტს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ავარიის ადგილზე", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები