სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნეს ფორუმი იმართება, რომელსაც 250-ზე მეტი ორივე ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებიან. ფორუმზე წარმოდგენილია საამიროების წამყვანი და მსხვილი კომპანიები სხვადასხვა სექტორებიდან: საცალო ვაჭრობის მსხვილი ქსელები; სოფლის მეურნეობა; სტუმარმასპინძლობის სექტორი; ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ინდუსტრია; უძრავი ქონება; საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვა. რას ველოდებით ფორუმისგან, რა ინტერესები აქვთ ინვესტორებს, როგორ გამოვიყენოთ შესაძლებლობა?
სტუმარი: გიორგი ვეკუა - სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი;