მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში საქართველო-უკრაინის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

583e9d5920125
BM.GE
30.11.16 13:34
1320
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, თბილისში საქართველო-უკრაინის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა.

პოტენციურ ბიზნესპარტნიორებს შორის საქმიანი b2b შეხვედრები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ სასტუმრო „ძველ თბილისში“ დაგეგმა. ქართული მხრიდან ბიზნესის ორმხრივ შეხვერებში მონაწილეობა 30-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო. გაიმართა ათობით პირისპირ შეხვედრა.

უკრაინის ბიზნეს-დელეგაცია საქართველოში 28 ნოემბერს ჩამოვიდა. მის შემადგენლობაში უკრაინის ბიზნეს-სექტორის 20-მდე წარმომადგენელია, რომლებმაც პალატის მიერ დაგეგმილ-ბიზნეს-ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. უკრაინულ კომპანიებს შორის არის „ლნვ ლიმიტედი“, რომელიც აწარმოებს და ექსპორტზე გააქვს პროდუქცია “Nemiroff”-ის ბრენდის ქვეშ. ასევე, „ვინიცას ეთერზეთების კომბინატი“ - ერთ- ერთ დიდი და ძლიერი საწარმო ევროპაში რომელიც ამუშავებს ზეთოვან კულტურებს და აწარმოებს მცენარეულ ზეთებსა და ცხიმებს უკრაინაში.

დელეგაციის შემადგენლობაშია „არგანა ფრუტ უკრაინა“-ც, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საწარმოს უკრაინაში, რომელიც სპეციალიზირდება ხილისა და კენკრის დამუშავებაში და შეიცავს სრულ ციკლს - ნედლეულის საწყის დამუშავებას წარმოებიდან მზა პროდუქციის მიღებამდე.

ვიზიტის მიზანი ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობის დამყარება და ინვესტიციის განხორციელების მიზნით საიმედო მოკავშირეების მოძიებაა. უკრაინული ბიზნეს-დელეგაციის ძირითად ინტერესის სფეროს სოფლის მეურნეობა, ალკოჰოლური სასმელები და სამშენებლო სექტორი წარმოადგენს.
უკრაინული დელეგაციის წევრებს შორის არიან ოფიციალური პირებიც, მათ შორის უკრაინის ვინიცის ოლქის ადმინისტრაციის მმართველი პირები. ბიზნეს-ფორუმის პირველ ნაწილში გაიმართა პრეზენტაციები. ვინიცის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის პრეზენტაციის წარმომადგენლებმა მათ რეგიონში ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრეს. საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტოს პრეზენტაციამ კი საქართველოში ბიზნესის კეთების დადებით მხარეებზე ისაუბრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები