მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში სასტუმრო „Reikartz Oriental თბილისი“ გაიხსნა

624eea6353fa7
მარიამ იზორია
08.04.22 09:00
1290
დედაქალაქში „Reikartz Oriental" რიგით მეორე სასტუმრო გაიხსნა. „Reikartz Oriental" უკრაინაში ყველაზე დიდი, 60 სასტუმროს გამაერთიანებელი ქსელური ბრენდია.

როგორც bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, სასტუმრო მეტროსადგურ ავლაბართან მდებარეობს და ის 27 სხვადასხვა კატეგორიის ნომერს, რესტორანსა და საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს. სასტუმროს დაჯავშნა კი პირველი აპრილიდან უკვე შესაძლებელია.

„თბილისში მეორე სასტუმროს გახსნით, ჩვენი სტუმრების არჩევანს ვაფართოებთ. ამიერიდან სტუმარს შეუძლია არა მხოლოდ სასურველ ლოკაციაზე სასტუმროს დაჯავშნა, არამედ თავის ბიუჯეტის ფარგლებშიც. გამოცდილება და მოქნილობა გამოარჩევს “Reikartz”-ს სხვა მსხვილ სასტუმრო ოპერატორებს შორის, ამიტომ ვიცით რა შევთავაზოთ ადგილობრივ ბაზარს“ - აღნიშნავს კომპანია „Reikartz Hotel Group“-ის CEO ანდრეი დემა.

Reikartz Hotel Group - სასტუმროების საერთაშორისო ქსელია, რომელიც უკრაინაში 2008 წელს დაფუძნდა. ამ ეტაპზე ქსელში ჩართული 60 სასტუმრო უკრაინაში, საქართველოში, ყაზახეთში, შვედეთსა და გერმანიაში მდებარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები