მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში სასტუმრო ტელეგრაფი გაიხსნა - თბილისის სიმბოლო ახალ სიცოცხლეს იწყებს;

19 ივნისს, დედაქალაქის მთავარ გამზირზე მდებარე ცენტრალური ტელეგრაფის ისტორიულ შენობაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ტელეგრაფი გაიხსნა. პროექტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ადგილია თბილისში აერთიანებს, როგორც 239 ნომერს, ასევე განსხვავებული კონცეფციის შვიდ რესტორანს, ჯაზ კლუბს, ბარს და საბანკეტო-საკონფერენციო დარბაზს. ტელეგრაფი სილქ როუდ ჯგუფის მორიგი მასშტაბური პროექტია, რომლის რეკონსტრუქციაში ჰოლდინგმა 65 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადო, რაც ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკის, თიბისის და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები