თბილისში, გასულ კვირას, საერთაშორისო არქიტექტურული ფორუმი ჩატარდა. ფორუმმა - სახელწოდებით - SHARE Georgia 2024, გამორჩეული არქიტექტორები, ინდუსტრიის პროფესიონალები და ლიდერები გააერთიანა. ღონისძიების ფარგლებში არქიტექტურასთან დაკავშირებით, არაერთი საინტერესო დისკუსია გაიმართა, რომლის დახმარებითაც ინდუსტრიის პროფესიონალებმა ერთმანეთს შეხედულებები, უახლესი ტენდენციები და ინოვაციები გაუზიარეს. საერთაშორისო არქიტექტურული ფორუმის ერთ-ერთი მხარდამჭერი, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია იყო, ასოციაციის წევრები ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველო SHARE Architects ნაწილი გახდა. SHARE Architects კი ერთგვარი ქსელია, რომელიც 27 წელზე მეტია, რაც ევროპაში არქიტექტორებს და კონტრაქტორებს აკავშირებს.