მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში, შესაძლოა, სტრიტ არტის გერმანული ფესტივალის ანალოგი გაიმართოს

5cae097ac7e53
BM.GE
10.04.19 19:17
1097
თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ, გადაცემა „საქმიან დილაში“ დედაქალაქში ქუჩის ხელოვნების მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტრიტ-არტის განვითარება დღემდე მიმდინარეობს და სამომავლოდ სხვადასხვა პროექტებიც ჩაეშვება.

„სტრიტ-არტი, ეს ის მიმართულებაა, რომელიც ძალიან გვინდა რომ თბილისში განვითარდეს და ის ნაცრისფერი კედლები, რომელიც თბილისში სამწუხაროდ ძალიან ბევრია უნდა გაფერადდეს. ამიტომაც, ვისაც სურს, რომ საცხოვრებელი კორპუსი იყოს მოხატული, უნდა მოგვმართოს ქალაქ თბილისის მერიაში, რადგან არსებობს გარკვეული რეგულაციები და თუ ამხანაგობამ არ მოგვცა ჩვენ ნახატის დახატვის თანხმობა, ვერ შევეხებით კონკრეტულ სახლს“,-აღნიშნა მერის მოადგილემ.

ხუნწარიას თქმით, შესაძლოა, წელს დედაქალაქში სტრიტ არტის გერმანული ფესტივალის - Berlin Mural Fest-ის გაგრძელება, Tbilisi Mural Fest გაიმართოს. მისი თქმით, ბერლინის მუნიციპალიტეტთან ერთად პროცესებში ჩართულია კულტურის ყოფილი ატაშე დუდუნა მაზმანიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები