მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში შინაური ცხოველების მოვლის წესების დარღვევების რაოდენობამ 2025 წელს 1000-ს გადააჭარბა

ძაღლი

თბილისში შინაური ცხოველების მოვლის წესების დარღვევის შემთხვევები 2025 წელს მკვეთრად გაიზარდა. ამის შესახებ BM.GE-ს მიერ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა.

მოწოდებული მონაცემების მიხედვით, 2024 წელს დაფიქსირდა დარღვევის 393 შემთხვევა, მაშინ როცა 2025 წელს ეს რიცხვი 1084-მდე გაიზარდა.

კერძოდ, 2025 წელს ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ღია სივრცეში გასეირნებისთვის სამართალდარღვევის 75 ფაქტი დაფიქსირდა. აღნიშნულ დარღვევებზე დაკისრებული ჯარიმების საერთო ოდენობამ 11 400 ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში განსაკუთრებით მაღალია იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესების დარღვევის მაჩვენებელი - 2025 წელს ასეთი 918 შემთხვევა გამოვლინდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები