დედაქალაქში ზაფხულის სეზონზე ქვეწარმავლების დაჭერის რამდენიმე ასეული შემთხვევა უკვე დაფიქსირდა - ყველაზე ხშირად მათ თბილისის შემოგარენში ამჩნევენ, როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში აცხადებენ, შემთხვევები თბილისის ცენტრალურ უბნებშიც ფიქსირდება, თუმცა სააგენტოში გამორიცხავენ შხამიანი გველების არსებობას.
“მინდა უარვყო მოსაზრება, იმის შესახებ, რომ თითქოს შემოსევაა ქვეწარმავლების, სტატისტიკურად დაახლოებით იგივე სურათია წელსაც როგორც წინა წელს... ვფიქრობ , საზოგადოებაში პანიკა იმის გამოა, რომ მოსახლეობის უმეტესობამ უკვე იცის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის არსებობის შესახებ და ამის გამო მარტივად ვრცელდება გველების დაჭერის რიცხვი, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც არ ფიქსირდება დიდი სხვაობა გასულ წელთან შედარებით. მინდა აღვნიშნო და დავამშვიდო მოსახლეობა, რომ შხამიანი ქვეწარმავალი არის ძალიან ცოტა, შეიძლება ითქვას მილიონში ერთია, ამიტომ ქვეწარმავლის დანახვა არ წარმოადგენს საფრთხის არსებობას მოსახლეობაში.“ აცხადებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ვახტანგ ლომჯარია.
რაც შეეხება დედაქალაქში გიურზების მომრავლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ცხოველთა მონიტორიგნის სააგენტოში ამბობენ, რომ წელს გიურზის დაჭერის მხოლოდ 1 შემთხვევა იყო.