თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებთან საპროტესტო აქციები ჩაინიშნა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საელჩოებთან შეკრებას პროტესტის მონაწილეები დღეს, 14:00 საათიდან იწყებენ.
აქციის მთავარი გზავნილია: "იმოქმედე! "შეშფოთების დრო დასრულდა!"
დაგეგმილი ლოკაციები:
უნგრეთის საელჩო
სლოვაკეთის საელჩო
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი
ავსტრიის საელჩო
იტალიის საელჩო
გერმანიის საელჩო