მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

თბილისში Starbucks-ის გახსნა გადაიდო

Starbucks-თან მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა კონკრეტული თარიღი როდის გაიხსენება Tbilisi Mall-ში ობიექტი არ სახელდება. როგორც bm.ge -ის სავაჭრო ცენტრში განუცხადეს, სტარბაქსი 2018 წლის ბოლომდე არ გაიხსნება. ხოლო კითხვაზე: თქვეს თუ არა უარი ობიექტის გახსნაზე, სავაჭრო ცენტრში კომენტარს არ აკეთებენ.

“მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ობიექტი შემოდგომაზე არ გაიხსნება, არც მიმდინარე წლის ბოლომდე”- აცხადებენ Tbilisi Mall-ში.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივნისში სავაჭრო ცენტრის მენეჯმენტი, Tbilisi Mall-ში Starbucks ერთი ობიექტის შემოდგომაზე გახსნას აანონსებდა.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები