მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში სტრიტ-არტის ფორმით, საცხოვრებელი სახლების კედლები მოიხატება

5b1bfbea0ea43
BM.GE
09.06.18 20:20
1534

თბილისის მერმა კახა კალაძემ ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ბარათაშვილის ხიდის მიწისქვეშა გადასასვლელის სტრიტ-არტი დაათვალიერა.

კახა კალაძემ მერის მოადგილესთან სოფიო ხუნწარიასთან ერთად მადლობა გადაუხადა ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებს, რომლებმაც გადასასვლელის კედლების მოხატვაში მონაწილეობა მიიღეს.

"ბარათაშვილის მიწისქვეშა გადასასვლელში კედლების მოხატვა დასრულდა. აქაურობა ძალიან ლამაზია. მიხარია, რომ პროცესში ახალგაზრდები ჩართული იყვნენ და ქალაქის გალამაზებაში მონაწილეობა მიიღეს. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ბოლო - ვაპირებთ, რომ ჩვენი ქალაქის სხვადასხვა უბნებში, ქუჩებში, სახლის კედლებზე ანალოგიური სამუშაოები განვახორციელოთ. ეს არის ხელოვნება და ძალიან მაღალი კვალიფიკაციით შესრულებული ნამუშევრებია", - განაცხადა კახა კალაძემ.

ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით 2 ივნისს დაიწყო და დღეს მუსიკალური პროგრამით დაიხურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები