19-21 აპრილს თბილისში ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირი Keti Cup Tbilisi ჩატარდება. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ ტურნირის ორგანიზატორმა და „ტოპტურის“ კომერციულმა დირექტორმა, ნონა ფოლადაშვილმა ისაუბრა.
„ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირი უკვე მეექვსე წელია რაც იმართება თბილისში და წელს ყველაზე მასშტაბური იქნება, რადგან მსოფლიოს 14 ქვეყნიდან დედაქალაქს 300-მდე მონაწილე ესტუმრება“ - განაცხადა ნონა ფოლადაშვილმა.
მისი თქმით, ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეები წარმოდგენილები იქნებიან ევროპის ქვეყნებიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან და მათი შეფასება საერთაშორისო ტრენერების მიერ მოხდება.
„გარდა სპორტული მიმართულებისა „ტოპტური“ მათ განთავსებასა და გადაადგილებას უზრუნველყოფს. აგრეთვე მოხდება მათთვის საქართველოს კულტურის გაცნობა, რაც აგრეთვე ჩვენი ქვეყნის ტურიზმზე დადებითად აისახება,“ - აღნიშნა ნონა ფოლადაშვილმა.
Keti Cup Tbilisi-ის ტურნირში მონაწილეობის საფასური 60 ევროა, რომელიც 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.