თბილისში ტაქსების ლიცენზირების საკითხი დამუშავების პროცესშია. თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას განმარტავს, რომ აღნიშნული გულისხმობს გარკვეული რეგულაციების შემოღებას, რომელიც მოიცავს ავტომობილების უსაფრთხოებას.
"ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. არსებობს გარკველი ორინტირი, ეს არის ავტომობილის უსაფრთხოების კომპონენტი და მძღოლის უსაფრთხოება. ეს შესაძლოა არ იყოს ლიცენზირება და იყოს რეგულირების ჩარჩო. ამ ეტაპზე საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს", - განაცხადა ლექვნაძემ.

























