სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში მდებარე ერთ-ერთ თევზის შესაბოლ საწარმოს საწარმოო პროცესი შეუჩერა.
უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს თევზის შესაბოლ საწარმოში - შპს“ კობი თევზი“ ( მის: ქ. თბილისი, ქიზიყის ქ. N62; ს/კ 400330600).
"შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები:
ვადაგასული სურსათი, ჰიგიენური ნორმების, ეტიკეტირების და მიკვლევადობის წესების დარღვევა. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების გამოსწორებამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა", - წერია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




























