მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესცენტრი “ახალი ატრიუმი” შენდება

თიბისი

თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება.

ბიზნესცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საოფისე ფართს აერთიანებს. ასევე, 130-მდე ავტომობილზე გათვლილ 2 მიწისქვეშა ავტოსადგომს, კვების ობიექტებსა და საკონფერენციო დარბაზს.

“ახალ ატრიუმში” უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი დაცვა, ვიდეოკონტროლი, სახანრძო უსაფრთხოება, ლიფტების მომსახურება და დასუფთავება.

ატრიუმის სტილის ბიზნესცენტრში ბუნებრივი მზის შუქი, პროდუქტიული მუშაობისთვის, მშვიდ და კომფროტულ გარემოს შექმნის.

ბიზნესცენტრის მშენებლობა 2026 წლის თებერვალში დასრულდება. მინიმალური საოფისე ფართის შეძენა 70 კვადრატული მეტრიდანაა შესაძლებელი.

პროექტის დეტალებს გაეცანით ბმულზე: https://www.facebook.com/newatrium

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები