თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, უზბეკეთის აუთსორსინგის კონფერენცია ჩატარდა, რომელიც საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებული კავშირის შედეგია.
კონფერენციამ ერთგვარი პლატფორმის როლი შეასრულა დამსწრე ბიზნესებისთვის პოტენციური პარტნიორების აღმოსაჩენად და სრული ინფორმაციის მისაღებად უზბეკეთის ბაზარზე არსებული სტრატეგიული უპირატესობების შესახებ. უზბეკეთი მზადაა უზრუნველყოს მნიშვნელოვანი რესურსები და გამოცდილი სამუშაო ძალა იმ ქართული ბიზნესებისთვის, რომლებიც დივერსიფიცირებას და აუთსორსინგის ოპერაციების გაძლიერებას გეგმავენ.
კონფერენციაზე დამსწრე ბიზნესები გაეცნენ უზბეკეთის ხელსაყრელ საგადასახადო გარემოს, რომელიც მათ 0%-იან განაკვეთებს სთავაზობს კორპორაციულ, სოციალურ, ქონებისა და მიწის გადასახადებზე; ასევე, მიიღეს წვდომა შრომისუნარიანი ფიზიკური პირების 20 მილიონიან ჯგუფზე, რომლის დიდი ნაწილიც კარგად ფლობს ინგლისურ ენას; მიიღეს ინფორმაცია მრავალჯერადი ვიზის შესახებ, რომელიც 3 წლამდე ვადითაა ხელმისაწვდომი ინვესტორებისთვის, ბიზნესების დამფუძნებლებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფესიონალებისთვის; ასევე მიიღეს ინფორმაცია, როგორ უნდა დააფუძნონ ბიზნესი 3-6 კვირის განმავლობაში, ისარგებლონ უფასო საოფისე ფართით ერთი წლის განმავლობაში, ხელფასის ანაზღაურებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებით და მიიღეს ინფორმაცია ცენტრალური აზიის ბაზარზე შესვლის შესახებ, IT სერვისების კომპანიების უზბეკეთის IT პარკში გაწევრიანების გზით.