მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში ტრანსსასაზღვრო დაბინძურებაა

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე არსებული ინფორმაციით, 2024 წლის 25 დეკემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება. აღნიშნული ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.

პორტალზე არსებული მონაცემების მიხედვით, დღის განმავლობაში „ცუდი“ ჰაერის ხარისხი ფიქსირდებოდა თბილისის რამდენიმე წერტილში - კერძოდ ეს გახლავთ რუსთაველის, მარჯანიშვილისა და ვარკეთილის მეტროების მიმდებარე ტერიტორიებზე, რუსთავში - მეგობრობის გამზირისა და ბათუმის ქუჩის ტერიტორიებზე, ბათუმში- ბათუმის ცენტრალური პარკის მიმდებარედ და ახალციხეში.

ქვეყნის სხვა ტერიტორიებზე დღის განმავლობაში „დამაკმაყოფილებელი“, „კარგი“ ან „ძალიან კარგი“ ჰაერის ხარისხი ფიქსირდებოდა. რამდენად დიდია ტრანსსასაზღვრო დაბინძურების მასშტაბი წელს და როგორია რეკომენდაციები?

სტუმარი: გიორგი ჯაფარიძე - "ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები