მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში თვითმფრინავების ნაწილების ქარხნის მშენებლობა 2018 წლის ბოლოს დასრულდება

5a38f814706ac
BM.GE
19.12.17 15:27
1572
"საპარტნიორო ფონდის" მენეჯმენტმა თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხნის (ATC) მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. "საპარტნიორო ფონდისა" და მაღალი ტექნოლოგიების მსხვილი საერთაშორისო კომპანია "ელბიტის" ერთობლივი პროექტით გათვალისწინებული ქარხნის მშენებლობა 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

85 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიით წარმოებას ითვალისწინებს და საერთაშორისო დონის მაღალ ხარისხს უზრუნველჰყოფს.

„ახალი საწარმო პირველ პროდუქციას ორი წლის შემდეგ წარადგენს. კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნულ ვადაში სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური დეტალების გამოშვებას გეგმავენ, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე, როგორც ფასით, ასევე ხარისხით, კონკურენტული იქნება. საწარმო, მსოფლიოში ახალ თვითმფრინავებზე მზარდი მოთხოვნისა და საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს გათვალისწინებით, წარმატებული იქნება.დღეისათვის კომპაიაში 50 -მდე სპეციალისტია დასაქმებული. 2018 წლისთვის კი ეს რიცხვი 80-ს მიაღწევს.

ქარხნის სრულყოფილად ამუშავების შემდეგ 300 სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამ დროისთვის კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების 90 პროცენტზე მეტი საქართველოს მოქალაქეა. ამ ეტაპზე კომპანიის 40-მდე თანამშრომელი ისრაელში გადამზადებას სხვადასხვა მიმართულებით გადის. ტრენინგები ისრაელში პერმანენტულად მიმდინარეობს. საწარმოში მუშაობისთვის საჭირო გამოცდილების შეძენაში მათ კომპანია „ელბიტის“ კვალიფიციური პერსონალი ეხმარება", - განაცხადა "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხნის (ATC) დათვალიერებისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები