მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში, უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილი ჯარიმების რაოდენობა გაორმაგდა

ავტობუსი

თბილისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილი ჯარიმების რაოდენობა გაორმაგდა.

ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2026 წლის იანვარ-აპრილში ჯარიმების მოცულობამ შეადგინა 1.1 მილიონი ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 90%-ით მეტია.

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის უბილეთო მგზავრობის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს, შესაბამისად, წელს დაწერილი ჯარიმების რაოდენობა 56 ათასს აჭარბებს.

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრთა ბილეთების შემოწმებას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის სამსახური ახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები