მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციების ზრდამ იკლო - TBC Capital

62c822f1a7e9f
BM.GE
08.07.22 20:26
652
თიბისი კაპიტალი აღდგენის დინამიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 1-30 ივნისის პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდამ დაიკლო და გასულ წელთან შედარებით ზრდის მაჩვენებელმა 9% შეადგინა.

იმავე პერიოდში ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა გაუმჯობესდა და 2021 წელთან შედარებით +0.02% შეადგინა.

ხოლო არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვამ, თიბისი ბანკის არხებით, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 19% შეადგინა.

სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯების ზრდა სტაბილურია და 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით 32% შეადგინა. ავეჯსა და მოწყობილობებზე უნაღდო ხარჯვის ზრდამ მცირედით დაიკლო და 39%-ს გაუტოლდა. ელექტრონიკაზე უნაღდო ხარჯვის ზრდა შემცირდა და 24% შეადგინა.

თიბისი კაპიტალის ცნობით, 2019 წელთან შედარებით, ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო ხარჯვის ზრდა კვლავ მაღალ ნიშნულზეა და 140%-ს შეადგენს. გართობაზე უნაღდო დანახარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა და 53%-ით აჭარბებს 2019 წლის მაჩვენებელს.

1-30 ივნისის პერიოდში, სურსათსა და ფარმაციაზე რეზიდენტების უნაღდო ხარჯვის ზრდამ მცირედით დაიკლო და 2021 წლის დონესთან შედარებით 34%-ს გაუტოლდა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები