მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში უკვე ნარჩენების დახარისხების 25 სტენდი მოქმედებს (ლოკაციები)

5c98eec79a795
ლევან თაღიაშვილი
25.03.19 23:00
1747
თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის ქალაქის მასშტაბით, ნარჩენების დახარისხების 25 სტენდი მოქმედებს, სადაც მოქალაქეებს წინასწარ დახარისხებული ნარჩენების მიტანა შეუძლიათ - PET ბოთლები, ქაღალდი, შუშა და ალუმინის ქილები.

ნარჩენების სტენდების კონკრეტული ლოკაციების ნახვა ბმულზე შეგიძლიათ. 

მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ადგილებიდან დახარისხებული ნარჩენის გატანას კომპანია "სუფთა სამყარო" უზრუნველყოფს, რომელიც ნარჩენებს გადამამუშავებელ კომპანიებს აწვდის. 

ნარჩენების გადამუშავების შედეგად, გარემოზე მავნე ზემოქმედება მცირდება და იზოგება ბუნებრივი რესურსები.

ნარჩენების დახარისხების სტენდები USAID/Georgia-ის მხარდაჭერით მოეწყო.

BM.GE-ს ინფორმაციით, თბილისში, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე ურნა განთავსდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები