მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში წყლის სისტემის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, თუ მეტი ინვესტიცია არ ჩაიდო - ნარმანია

646dd4cb3ed20
მარიამ ვარადაშვილი
27.05.23 13:42
729
სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ Aqualia მზად არის GWP-ში ინვესტიციები განახორციელოს. როგორც ის აღნიშნავს, თუ თბილისის წყლის სისტემის გამოცვლაში დროულად არ ჩაიდო ინვესტიცია, შემდგომ ვითარება ამ მხრივ კიდევ უფრო გაუარესდება.

“დღეს თბილისის წყალმომარაგებაში ორი მთავარი პრობლემაა: ხშირი ავარიები, რაც გამოწვეულია იმით, რომ ქსელის დიდი ნაწილი საბჭოთა პერიოდშია აშენებული და ნელ-ნელა ამორტიზდა. რაც დრო გადის, ქსელის მდგომარეობა უფრო გაუარესდება, თუ მეტი ინვესტიცია არ ჩაიდო ამ მოძველებული სისტემის გამოცვლაში. Aqualia მზად არის იმისთვის, რომ მეტი ინვესტიცია მოიტანოს და შესაბამისი ოპერატიული რეაგირებაც მოახდინონ. მათთან შეხვედრაზე ეს საკითხები განვიხილეთ.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან თბილისის წყლისთვის ახალი ინვესტიციები უნდა შევითანხმოთ, ხოლო წლის ბოლოს ტარიფი დავადგინოთ. რაც შეეხება სხვა სექტორებს, გაზმომარაგებაში ტარიფი წლის ბოლოს დავადგინეთ და საინვესტიციო პროექტებიც შევითანხმეთ. აზერბაიჯანთან დადებულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე დადებული შეთანხმებიდან გამომდინარე, ტარიფი არ გაგვიზრდია. რეგიონში ელექტრომატარებლებზე ფასის ზრდის მიუხედავად, ჩვენთან მისაწოდებელი გაზის ფასი ფაქტობრივად იგივე დარჩა”,-განაცხადა ნარმანიამ BMGTV-ის ეთერში.

შეგახსენებთ, ესპანურმა კომპანიამ GGU ჯგუფში შემავალი კომპანიების, მათ შორის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და „რუსთავის წყლის“ 80%-იანი წილი 180 მილიონ დოლარად 2022 წელს შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები