მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში ხუთვარსკვლავიანი დიზაინ-სასტუმრო IOTA HOTEL TBILISI გაიხსნა

593aad4df06cb
BM.GE
09.06.17 18:02
4941
თბილისში ხუთვარსკვლავიანი დიზაინ-სასტუმრო „IOTA HOTEL TBILISI" გაიხსნა. ახალი სასტუმროს გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო კომპლექსი დაათვალიერა და იმედი გამოთქვა, რომ თბილისის ცენტრში, ისტორიულ უბანში მდებარე სასტუმრო მიმზიდველი იქნება დედაქალაქის სტუმრებისთვის. „IOTA HOTEL TBILISI" პროექტი კერძო ინვესტიციით შეიქმნა. მისი ღირებულება 20 მილიონ ლარამდეა. 90 ნომერზე გათვლილი სასტუმროს მშენებლობასა და კეთილმოწყობაში გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა ქართული ხის მასალები. სასტუმროში 300 კვ/მ ფართობზე განთავსებულია ვერტიკალური ბაღი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები