მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში ზებრა-გადასასვლელები განათდება

5acdcc77dfd34
მეგი კავთუაშვილი
11.04.18 13:20
2905
თბილისის მასშტაბით ფეხით მოსიარულეთა ე. წ. ზებრა გადასასვლელებზე ახალი LED ნათურები დამონტაჟდება, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 286 ათასი ლარი გამოიყო. ტექნიკური პარამეტრების მიხედვით, LED სანათები სპეციალურ საყრდენზე დამონტაჟდება და 7 პოზიცია ექნება. მინიმალური საგარანტიო ვადად კი 5 წელი განისაზღვრა.

თბილისის მერმა ქვეითთა უფლებების დაცვაზე ერთი თვის წინ ისაბრა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი გადასასვლელების მოწყობა ქალაქის მთავრობის სხდომაზე დააანონსა. კახა კალაძის ინფორმაციით, გამოვლენილია 100 ლოკაცია, სადაც გზაზე უსაფრთხო გადასვლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. დაიხაზება ე.წ. ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდება ღამის LED ნათება და საჭიროების შემთხვევაში, დაემატება შუქნიშნებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები