მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში ZEG - Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართა

6486d0babab01
BM.GE
12.06.23 12:05
907
თბილისში ZEG - Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართა - რეგიონში ამბის თხრობის პირველი, საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც Impact Hub Tbilisi-მა და Coda Story-მ 2019 წელს დააარსეს.

ფესტივალი მოიცავდა პანელურ დისკუსიებს, სესიებს, ფილების ჩვენებას, ვორქშოპებს, ქალაქის ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ამბის თხრობის და გადმოცემის, როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ მეთოდებს და მიეღოთ ინსპირაცია საკუთარი საქმიანობისთვის.

კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, გარემოს დაცვა, ტექნოლოგიები - ეს ის სფეროებია, რომელთა შესახებ სამდღიანი ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართა.



ფესტივალში მონაწილეობს იღებდა 60-მდე პროფესიონალი სხვადასხვა ქვეყნიდან და ინდუსტრიიდან.

სპეციალურად ფესტივალისთვის თბილისს მსახიობი, შონ პენი ეწვია, რომელმაც ღონისძიება დახურა.
წელს ZEG-ის ფარგლებში European Press Prize-ის დაჯილდოებაც გაიმართა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა მედიასფეროში.

ZEG - Tbilisi Storytelling Festival-ის ერთ-ერთი მხარდამჭერი წელს m² იყო.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები