მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში “Zumba Fitness საქართველოს” ცენტრი გაიხსნა - თამუნა მიხელაშვილი ქალების ნარატივში

ზუმბა ფიტნესი მსოფლიოს, ბრაზილიელმა მოცეკვავემ და სპორტსმენმა, ალბერტო პერესმა აჩუქა. ვარჯიში საოცრად ხალისიანი, ენერგიული და ჩამთრევია. ზუმბას მთელი გაკვეთილი ლათინო-ამერიკული მუსიკის თანხლებით მიმდინარეობს და საცეკვაო ილეთების გამოყენებით სრულდება. შედეგად, თქვენ სწავლობთ ცეკვას, და იკლებთ წონაში. საქართველოში ამ მიმართულებით წლებია მუშაობს თამუნა მიხელაშვილი, ზუმბას სერტიფიცირებული ტრენერი, რომელმაც საყვარელი საქმე ბიზნესად აქცია და შექმნა სივრცე, სადაც 13 წელს ზემოთ ნებისმიერ მსურველს ზუმბასა და ზუმბა სტეპის საცეკვაო ფიტნეს კლასებს სთავაზობს, იანვრიდან კი ზუმბა სთრონგის, პილატესისა და იოგის საათების დამატებასაც გეგმავს. უფრო მეტს, რითია გამორჩეული სულ რამდენიმე დღის წინ გახსნილი - ზუმბა ფიტნეს საქართველოს ცენტრი და რას სთავაზობს მომხმარებელს?

სტუმარი: თამუნა მიხელაშვილი - “Zumba Fitness საქართველოს” დამფუძნებელი

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები