"ტრამპის ორგანიზაციის" აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა, განაცხადა რომ „ტრამპთაუერი“ თბილისშიც ცენტრალურ პარკთან იქნება. ამის შესახებ მან 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶, Downtown Tbilisi-ს ოფიციალურ პრეზენტაციაზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთვის „ტრამპთაუერი“ მოიტანს იმას, რომ მთელი მსოფლიოს მზერა მიპყრობილი იქნება საქართველოსკენ.
„ახლა მოხდება განვითარების და დეველოპმენტის ახალი სტანდარტის განსაზღვრა და რადგანაც ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს, ადგილმდებარეობას, გვინდა, საქართველო მართლაც მოექცეს მსოფლიო რუკაზე და დიდი ყურადღება იქნეს გამოჩენილი საქართველოს მიმართ. ნიუ-იორკში არის ყველაზე ცნობილი ცენტრალური პარკი და ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ იქ ყველაზე მაღალი შენობა არის 65-სართულიანი. გვიხარია, რომ მსგავსი ინიციატივა საქართველოშიც იქნება.
დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ასეც მოხდება. ძალიან მიხარია, რომ ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის გარდა, თბილისშიც, ცენტრალურ პარკთან იქნება ტრამპ თაუერი და ეს იქნება მართლაც გაგრძელება იმისა, რაც მამაჩემმა დაიწყო და ბევრი წლის წინ განახორციელა. ეს სახელი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან დიდებული. ეს შენობა არის მართლაც ფანტასტიკური და ეს გუნდი არის შესანიშნავი. ეს იქნება ისეთი პროექტი, რომელიც ნამდვილად იქნება საინტერესო მომავალი წლების განმავლობაში“, – განაცხადა ერიკ ტრამპმა.























